გახარიას – თქვენგან განსხვავებით შს მინისტრმა ფეხი არ აითრია, გადავიდა ქმედებაზე, ეს არ მოგეწონათ და გადადექით – რას იმუქრებით, არსად გაქვთ შესასვლელი, „არც აქანე მიგიღებენ, არც იქანე“

როგორც კი თქვენ ფეხი აითრიეთ, თქვენგან განსხვავებით შს მინისტრმა [ვახტანგ გომელაურმა] ფეხი არ აითრია, გადავიდა ქმედებაზე, თქვენ ეს არ მოგეწონათ და გადადექით, – ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ს დაკავებაზე საუბრისას.
გიორგი გახარიამ ს საპასუხოდ განაცხადა, რომ „გაანებეთ ვახოს თავი, ნუ რევთ ვახოს საქმეში“.
ამასთან, გახარიას საპასუხოდ თეა წულუკიანმა განაცხადა: „თქვენ მე მგონი, წითელი ჯვარი ხართ თუ ყოფილი შს მინისტრი არ ვიცი. ხან დეპუტატებს ყავას უსხამდით იმის მაგივრად, რომ შტურმი მოგეგერიებინათ უფრო მაღალკვალიფიციურად, ხან ჩემზე და ვიღაცებზე ზრუნავდით და ბრიფინგზე ტყუილებს ამბობდით, რომ მელიას დაკავება პოლარიზაციას გამოიწვევს, ხოლო ახლა აღმოჩნდა, რომ ს ბრალია თქვენი წასვლა“.
თეა წულუკიანის კითხვაზე, ურჩიეს თუ არა უცხოელმა ელჩებმა, რომ არ დაეკავებინა და წასულიყო ოპოზიციაში, გიორგი გახარია პასუხობს, რომ ოპოზიციაში „ბიძინა ივანიშვილმა გაიყვანა“.
„მკაფიოდ გეუბნებით, ოპოზიციაში გამიყვანა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ყველა შეთანხმება დაარღვია. ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა. ახლა თქვენ გადაწყვიტეთ, ამ თემაში უფრო ღრმად შესვლა გინდათ თუ არ გინდათ. თუ გინდათ, მე პრობლემა არ მაქვს, მოგყვებით ბოლომდე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამასთან, როგორც გახარიას განცხადების საპასუხოდ წულუკიანმა განაცხადა, „რა მომენტშიც გადადექით, იქ დამთავრდა თქვენი პოლიტიკური კარიერა“.
„რას იმუქრებით, არსად არ გაქვთ შესასვლელი და გინდა შედით და გინდა გამოდით, არც აქანე მიგიღებენ, არც იქანე მიგიღებენ, ასეა თქვენი საქმე დღეს. თქვენზე მე აღარ ვღელავ, რა მომენტშიც გადადექით, იქ დამთავრდა თქვენი პოლიტიკური კარიერა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – პარტიის აკრძალვის შემდეგ დავაკვირდებით, მასთან დაკავშირებული პირები ხომ არ ცდილობენ, მოძებნონ პოლიტიკური საქმიანობის სხვა საშუალებები – თუ ამას დავინახავთ, მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს

ირაკლი კუპრაძე – ანტიქართულმა „ოცნებამ“ გადაწყვიტა, დემოკრატიას მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა – რუსული რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობა იქნება უკომპრომისო – ვდებთ პირობას, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება, სანამ არ იქნება გამარჯვება

შალვა პაპუაშვილი – ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას ისაა, რომ არ გვინდა გვქონდეს მოკლე სია ან რაღაც სია – გვინდა დავიტოვოთ უფრო ფართო ინსტრუმენტი