თეა წულუკიანი: ყოველთვის გვეუბნებოდა, რომ…

ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის გვეუბნებოდა, რომ წამყვანი არის ეროვნული ინტერესი, მაგრამ თუ არის ისეთი თხოვნა ან შემოთავაზება, რომელიც ეროვნულ ინტერესს არ ეწინააღმდეგება, შეიძლება მათი მოსაზრება გავიზიაროთ და გვიჩვენებია დიდი კომპრომისის უნარიანობა, მაგრამ როდესაც უკვე მათივე ღირებულებებთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვის ნიშნები, საით მიდის ევროპული ბიუროკრატია, ნამდვილად არის თუ არა მათთვის ადამიანის უფლებები პრიორიტეტი – ჩვენ ვეღარ ვიჩენთ კომპრომისის ისეთ უნარს, როგორიც ადრე გვქონდა, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თეა წულუკიანმა.

გადაცემის წამყვანმა მას კითხვა დაუსვა კაია კალასის განცხადებასთან დაკავშირებით. წულუკიანის თქმით, ხელისუფლება ვერ წავა კომპრომისზე ისეთ საკითხებთან მიმართებით, რომელიც ეროვნულ ინტერესებთან მოდის წინააღმდეგობაში.

 

ასევე დაგაინტერესებთ

თურქეთის საელჩო: უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი

საპატრიარქო: საპატრიარქოში 18 მარტს პანაშვიდი არ იგეგმება – 18 მარტს შედგება წმინდა სინოდის სხდომა, რომლის დასრულების შემდეგ ილია II-ს საპატრიარქო რეზიდენციიდან გადაასვენებენ სამების საპატრიარქო ტაძარში