აბედათის ციხის მდგომარეობას გაეცნო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი სამეგრელოში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს. მინისტრი ამჯერად მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარე აბედათის ციხეს ესტუმრა. მან მინისტრის მოადგილესა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ ნიკოლოზ აზნაურაშვილთან, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერ თორნიკე ჯანაშიასთან, მერის მოადგილე გივი ელიავასთან, საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორ სა და მღვდელ-მონაზონ სტეფანესთან (არზიანი) ერთად დაათვალიერა და გაეცნო ძეგლის მდგომარეობას.
მინისტრმა დაათვალიერა აბედათის ციხის ტერიტორიაზე მოქმედი ტაძარი, რომელიც ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით აღადგინეს. გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს აბედათის ციხის გალავნისა და ტერიტორიაზე მდებარე სხვა ნაგებობების რეაბილიტაციასთან დაკავშირებული საკითხები.
“სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათში მდებარე ციხეს 2006 წელს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ციხის ტერიტორიაზე არის მოქმედი ეკლესია, რომელიც ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
აბედათის ციხის როგორც მთავარ, ასევე მეორე გალავანზე, ციხის სამხრეთისა და აღმოსავლეთის მონაკვეთებზე, საჭიროა რეაბილიტაცია. კედლებზე შეინიშნება როგორც ვერტიკალური, ასევე, ჰორიზონტალური ბზარები და ნაპრალები. გალავნის არაერთ მონაკვეთზე სისქით წყობას ძირი აქვს გამოცლილი, რაც, სავარაუდოდ, ატმოსფერული ნალექების ზემოქმედების შედეგია. ციხის შიგნით, აღმოსავლეთის კედელში ჩაშენებული ტაძარი რესტავრირებულია და მოქმედია.
აბედათის ციხე მრავალფენიანი ძეგლია. უძველესი ფენა IV-VI საუკუნეებით თარიღდება. ციხე ნაგებია ფლეთილი ქვით. მთავარი გალავანი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, 10-12 მეტრი სიმაღლისაა. მისი ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი კედლები მომრგვალებულია. ციხის სამხრეთისა და აღმოსავლეთის მონაკვეთები შემოფარგლულია მეორე გალავნით, რომელიც რელიეფს მიუყვება და დღესდღეობით მიწის პირასაა. ფერდობზე გამავალი გალავანი მასში ჩართული კოშკით ციხის თავდაპირველ ფენას უნდა მიეკუთვნებოდეს. ციხის შიგნით, აღმოსავლეთის კედელში ჩაშენებული საშუალო ზომის დარბაზული ეკლესია IX საუკუნისა უნდა იყოს. ტაძარი ნაგებია ოდნავ დამუშავებული მოთეთრო კირქვით”, – აღნიშნულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ გვქონდა სერიოზული გამოწვევები, სირთულეები, თუმცა, 2025 წელსაც შევძელით ყველა სერიოზული გამოწვევის სათანადოდ დაძლევა, სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ მომავალშიც ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას მოგვცემს

აშშ-ს აქვს გამოხატული შეცვლილი პოზიცია ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით და ეს არის უკრაინაში განვითარებული მოვლენების პირდაპირი გაგრძელება – გვმართებს პრაგმატულობა, რაციონალური მიდგომა, ეროვნული ინტერესების შესაბამისად უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები

ჩვენ გვქონდა სერიოზული გამოწვევები, სირთულეები, თუმცა, 2025 წელსაც შევძელით ყველა სერიოზული გამოწვევის სათანადოდ დაძლევა, სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ მომავალშიც ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას მოგვცემს