ოპოზიციონერ ლიდერს („კოალიცია ცვლილებისთვის“), ზურა გირჩი ჯაფარიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძებად 20 000 ლარიანი გირაო შუფარდა. მიზეზი „ქართული ოცნების“ შექმნილ საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობაა.
ჯაფარიძის ადვოკატი მოსამართლე ნანა შამათავას აცილებას მოითხოვდა და აღნიშნავდა, რომ ის შესაძლოა მიკერძოებული ყოფილიყო, რადგან სანქცია აქვს დაწესებული ლიეტუვის მხრიდან.
„სინამდვილეში, არ არსებობდა არანაირი ფორმალური საფუძველი იმისთვის, რომ აღკვეთის ღონისძიებად რამე გამოეყენებინათ, რადგან არსად გაქცევას არ ვაპირებ“, – თქვა ჯაფარიძემ სხდომის დასრულების შემდეგ.
მანვე ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ აპირებს გირაოდ შეფარდებული თანხის გადახდას.
„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის შესასწავლად საგამოძიებო კომისია 5 თებერვალს შექმნა. კომისიის თავმჯდომარეა ამავე პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თეა წულუკიანი.
„ქართულ ოცნებას“ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვა სურს, რომელშიც მოიაზრებს დიდ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი გადალახეს და რომლებიც არ ცნობენ მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმაციას.
კომისია სხდომაზე იბარებს ოპოზიციონერ ლიდერებს, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ მაღალჩინოსნებს, ისე სხვა ოპოზიციონრებს. სხოდმაზე გამოუცხადებლობის გამო ბრალი უკვე წაუყენეს პოლიტიკოსებს: მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს („ძლიერი საქართველო“), ირაკლი ოქრუაშვილსა და გივი თარგამაძეს.
ფორუმი
