ს გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად უალტერნატივო – ასეთ ვითარებაში ჩვენი დელეგაცია არ აპირებს მუშაობის გაგრძელებას ევროსაბჭო საპარლამენტო ასამბლეაში

თეა წულუკიანის გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად უალტერნატივო – ასეთ ვითარებაში ჩვენი დელეგაცია არ აპირებს მუშაობის გაგრძელებას ევროსაბჭო საპარლამენტო ასამბლეაში
ს გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად უალტერნატივო, ასეთ ვითარებაში ჩვენი დელეგაცია არ აპირებს მუშაობის გაგრძელებას ევროსაბჭო საპარლამენტო ასამბლეაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არსებითად ვერ ცვლის ვითარებას საქართველოსთვის.
„ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროპული ბიუროკრატია არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში. ეს ეხება როგორც ბრიუსელს, ასევე სტრასბურგს და ამის მორიგი გამოხატულება არის ის უსამართლობა, რომელიც დღეს ჩვენ ვიხილეთ. უსამართლობაზე მეტად, ეს იყო აბსოლუტურად აბსურდული გადაწყვეტილება. დაამტკიცეს ჩვენი დელეგაცია, რითაც აღიარეს ს შედეგები, იქვე განაცხადეს, რომ თუ აპრილამდე არ ჩატარდება , გააუქმებენ დელეგაციას ჩვენი ქვეყნიდან.
ანუ, არჩევნებს აღიარებენ, მაგრამ მაინც უნდათ არჩევნების ჩატარება, იმიტომ, რომ წააგო ვიღაცის ფავორიტმა პოლიტიკურმა ძალამ რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა”. ასეთი აბსურდული გადაწყვეტილებები აჩვენებს იმას, რომ მძიმე ვითარებაა ევროპულ ბიუროკრატიაში, თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს არსებითად ვერ ცვლის ვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც გამოაცხადა ქალბატონმა თეა წულუკიანმა დელეგაციის და ჩვენი გუნდის სახელით.
ეს გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად უალტერნატივო. ასეთ ვითარებაში ჩვენი დელეგაცია არ აპირებს მუშაობის გაგრძელებას ევროსაბჭო საპარლამენტო ასამბლეაში, წყვეტს მუშაობას და მოხდება დელეგაციის გამოწვევა ევროსაბჭო საპარლამენტო ასამბლეიდან საქართველოს პარლამენტის მიერ. თუ შეიცვლება დამოკიდებულება ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის მიმართ, რა თქმა უნდა, ჩვენ დავბრუნდებით ევროსაბჭო საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა, ასეთ ვითარებაში, რასაც დღეს ვხედავთ, რა თქმა უნდა, იქ მუშაობას არავითარი აზრი არ აქვს. ეს არის მარტივი საკითხი, რაიმე არსებითი მნიშვნელობა ამ გადაწყვეტილებას არ ჰქონდა ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა, აბსურდულობა არის ასპექტი ამ გადაწყვეტილების, რაც ანალიზს იმსახურებს“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გამჭვირვალობის კანონზე სრულიად გაუგებარია ევროკავშირის დამოკიდებულება, მაშინ, როდესაც მისი წევრი ქვეყნების თითქმის მესამედს სხვადასხვა ფორმით, ზოგს პირდაპირ იდენტური ქართული კანონმდებლობის, ზოგს უფრო ხისტი ან უფრო მსუბუქი კანონმდებლობა აქვს

მათ რიტორიკაში, ჩვენი ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ საქართველოში შემოპარების ოპერაცია ჩავარდა” – ირაკლი ქადაგიშვილი ევროსტრუქტურებზე

ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემაზე,„ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ – „ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით

პრემიერი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე – ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და რაც ძალიან კარგია – არ გამოსდით ეს ყველაფერი, ამის იქით ვერ მიდიან, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, უცხოელი აგენტები, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ