თეა ფირცხალავა: საქართველოში აღზევებული ნეოფაშისტების უკან ზუსტად ის სახელმწიფოები და არასამთავრობო ორგანიზაციები დგანან, რომლებიც უკრაინაში წლების განმავლობაში ზრდიდნენ ნეოფაშისტებს

“ხალხო, დღეს საქართველოში აღზევებული ნეოფაშისტების უკან ზუსტად ის სახელმწიფოები და არასამთავრობო ორგანიზაციები დგანან, რომლებიც უკრაინაში წლების განმავლობაში, ჯერ კიდევ საბავშვო ბაღებიდან, ზრდიდნენ ნეოფაშისტებს.
ყველას გექნებათ ნანახი უკრაინულ ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებსა და პროფტექსასწავლებლებში სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდების და მთელი თაობების “აღზრდა” ფაშისტური ლოზუნგების თანხლებით, რომლებიც, რუსეთის ზიზღით, სპეციალურად შეამზადეს უკრაინაში დღეს მიმდინარე სისხლისმღვრელი ომისთვის, რომლის შედეგად აღარც დარჩა და მალე აღარც უკრაინლები იქნებიან, იმ რაოდენობით, როგორითაც ჩვენ გვახსოვს. ეს იქნება უკრაინლების გარეშე
აი, ამისთვის ამზადებდნენ დღევანდელ “ქართველ” ახალგაზრდებსაც… აქაც იგივეს გამეორება სურდათ და სურთ, მაგრამ არაფერი გამოუვათ, რადგან საქართველოს ღვთისმშობელი და ჩვენი დიდი წინაპრები მფარველობენ!
გაუმარჯოს რეალურად დამოუკიდებელ და თავისუფალ ჩვენს ძვირფას საქართველოს!!!” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თეა ფირცხალავა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო