საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის მენეჯერი თეა კახიანი, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ პირადი განცხადების საფუძველზე არხს ტოვებს.
ამის მიზეზად კი მმართველი პარტიის მიმართ პირველი არხის მიკერძოებასა და აღნიშნულის გამოსწორების თაობაზე მცდელობების რეაგირების გარეშე დატოვებას ასახელებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაო პროცესში თქვენთვის მოწოდებული ინფორმაცია რადგან არ აღმოჩნდა ვითარების გამოსწორების საფუძველი და არც სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისთვის, მიმდინარე წლის 10 თებერვალს, ჩემს მიერ გაგზავნილი ვრცელი წერილი გახდა სათანადო რეაგირების საგანი, იძულებული ვარ მივიღო ორგანიზაციის დატოვების გადაწყვეტილება.
ვთვლი, რომ არსებულ ვითარებაში მონიტორინგის სამსახურმა დაკარგა მისთვის მინიჭებული ფუნქცია და მოცემულ პირობებში მუშაობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება არა მხოლოდ აზრს მოკლებულია, არამედ ინსტიტუციური ღირებულებების უარყოფის თანამონაწილეობას ნიშნავს.
გამომდინარე აქედან, გთხოვთ, 2025 წლის 17 მაისიდან, გამათავისუფლოთ დაკავებული პოზიციიდან პირადი განცხადების საფუძველზე“, – წერს კახიანი წერილში.