თეა დარჩია: აღმოჩნდა თუ არა პოლიტიკა თქვენი საქმეც?! ჯერ სად ხართ… გაიღვიძეთ!

“პოლიტიკა თქვენი საქმე არ არის! პედაგოგი ხარ? ასწავლე! მოსწავლე ხარ? ისწავლე! აღმოჩნდა თუ არა პოლიტიკა თქვენი საქმეც?! ჯერ სად ხართ… გაიღვიძეთ!!!” – ამის შესახებ მოცეკვავე თეა დარჩია სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება განათლების რეფორმას, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას უკავშირდება.