თეა გოდოლაძე: ღმერთმა ქნას ვცდებოდე

რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე – გეოლოგი თეა გოდოლაძე წერს, რომ იმავე მარშრუტზე წყალსადენი მილის აღდგენა რთული ამოცანაა.

მისივე განცხადებით, 2017 წლიდან დაყრილი 230 000 კუბური მეტრი ნაყარის გატანა და შემდეგ აღდგენა რამდენიმე თვის სამუშაოა.

ღმერთმა ქნას ვცდებოდე. იმავე მარშრუტზე წყალსადენი მილის აღდგენა რთული ამოცანაა. 2017 წლიდან დაყრილი 230 000 კუბური მეტრი ნაყარის გატანა და შემდეგ აღდგენა რამდენიმე თვის სამუშაოა. თუ შემოვლითი გზით გაატარეს, ასევე თვეების სამუშაოა, მუხლჩაუხრელადაც რომ იმუშაონ. ქმედითი გეგმა თუ არსებობს, გაგვაცნონ. სოფლებში მაინც წავიდეს ხალხი, ან დისტანციურ სამუშაო გრაფიკზე გადავიდეთ. ერთმანეთის სუნი დაგვახრჩობს”- წერს გეოლოგი.

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად გათიშულია.

დედაქალაქის მოსახლეობის დიდ ნაწილს, წყალი გრაფიკით მიეწოდება.

ასევე დაგაინტერესებთ