თეა ახვლედიანს პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მოუსმენს

სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანს პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მოუსმენს. სახელმწიფო მინისტრის მოსმენა, დაახლოებით, 17:30 საათზე დაიწყება.
ახვლედიანის პლენარულ სხდომაზე მოსმენა თავდაპირველად 15 დეკემბრის სხდომაზე იყო დაგეგმილი, თუმცა როგორც პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მ განმარტა, მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგში ასახული საკითხების გათვალისწინებით, მინისტრის მოსმენა დღევანდელი დღისათვის გადაწყდა.
სახელმწიფო მინისტრი პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატში მივა. სახელმწიფო მინისტრი სესიაზე გაწეული მუშაობის ანგარიშს წარადგენს, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვების უპასუხებს.