თეა ახვლედიანი სალომე სამადაშვილს – ვერ გავიგე, ქალბატონო სალომე, რა ნაწილში იწუნებთ ჩემ სისხარტეს

ვერ გავიგე, ქალბატონო სალომე, რა ნაწილში იწუნებთ ჩემ სისხარტეს და რა ნაწილში ადარებთ იმ წლებს, როდესაც მე ბრიუსელში ვმუშაობდი, – ასე მიმართა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა „ლელოს“ წევრს, სალომე სამადაშვილს, რომელმაც მინისტრთან დაკავშირებით თქვა, რომ გაუგებარია, რა შედეგებს დებს და რას ცვლის მინისტრის საქმიანობა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.
თეა ახვლედიანმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ ინფორმაციის სიმწირეს განიცდის.
„თქვენ თვითონ ბრძანეთ, რომ ვერ გაიგეთ და ამიტომ, ვფიქრობ, რომ აქ საქმე გვაქვს ექსპერტიზის ნაკლებობასთან, ასევე კომპეტენციასთან ნაწილობრივ, სავარაუდოდ, ასევე იმასთან, რომ თქვენ სრულყოფილად სავარაუდოდ, საერთოდ არ ბრძანდებით ჩართული ამ პოლიტიკის არსში იმიტომ, რომ ინფორმაციის სიმწირეს განიცდით, როდესაც ის არის ფართოდ ხელმისაწვდომი. ასევე, ყველა კარი არის ღია იმისათვის, რომ თქვენ დააზუსტოთ კითხვები. ქალბატონო სალომე, თქვენ გაქვთ გაჟღერებული ინფორმაციის მიმღებლობის ნაკლებობა, ეს არის ცოტა სხვა პრობლემა იმიტომ, რომ მე აქ რამდენჯერმე რომ ვილაპარაკო, თქვენ მაინც ბრძანებთ, რომ ვერ მოისმინეთ, ვერ გაიგეთ და მე აქ, ვერ გიშველით“, – განაცხადა ახვლედიანმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ყოფნისას.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩვენ მაინც მოვახერხებთ, მარიამ ლაშხმა და თეა წულუკიანმა გაიგონ, რას ვფიქრობთ მათზე – საჩივრებს გავლენა ექნება, იმდენი სტატუსი აღარ დაიწერება, მაგრამ მაინც დაიწერება

შალვა პაპუაშვილი დონალდ ტუსკის განცხადებაზე – საუბარი, რომ ვიღაცას რაღაც გემოში არ მოსდის ქართული დემოკრატია, ყურით მოტანილი არგუმენტია – ეს არის პოლიტიკური ვენდენტა ქართველი ხალხის წინააღმდეგ იმიტომ, რომ არჩევნებში დამარცხდნენ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას არჩევნებში არ მონაწილეობით უნდა, თავი დაიძვრინოს მძიმე შედეგისგან – ორი პარტია, რომელიც მონაწილეობას განიხილავს, პოლიტიკურ გაერთიანებებს ემუქრება, საბოლოდ კი ვიცით, რასაც გარედან ეტყვიან, იმას გააკეთებენ

პაველ ჰერჩინსკი გაფართოების პროცესზე – უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაში წინ მივიწევთ, საქართველოსთან დაკავშირებით ეს პროცესი ჩიხშია შესული, რაც სამწუხაროა და ვშიშობ, რომ ქვეყანამ ეს ისტორიული შანსი შეიძლება დაიკარგოს