თეა ახვლედიანი თინა ბოკუჩავას – ნამდვილად ვიზიარებ პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ხედვას, იმ სამშვიდობო კურსს და პოლიტიკას, რომელსაც თანმიმდევრულად და პრაგმატულად ატარებს მთავრობა

ნამდვილად ვიზიარებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სა და საქართველოს მთავრობის ხედვას, იმ სამშვიდობო კურსს და იმ პოლიტიკას, რომელსაც თანმიმდევრულად და პრაგმატულად ატარებს საქართველოს მთავრობა, – ასე უპასუხა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, თინა ბოკუჩავას, რომელმაც „მინისტრის საათის“ ფორმატში სახელმწიფო მინისტრს მიმართა.
„აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო ქალბატონი თინა ბოკუჩავას კომენტარს და მშვიდობის მისეულ გაგებას. რა თქმა უნდა, სიღრმეებში აღარ შევალ ამ საკითხზე, მსჯელობის კუთხით ერთადერთი მინდა გავცე ძალიან კონკრეტული პასუხი, რომ ნამდვილად ვიზიარებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს მთავრობის ხედვას, იმ სამშვიდობო კურსს და იმ პოლიტიკას, რომელსაც თანმიმდევრულად და პრაგმატულად ატარებს საქართველოს მთავრობა. რა თქმა უნდა, არ ვიზიარებ ქალბატონი თინას შეფასებას ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
ცნობისთვის, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანს, რომელიც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფებოდა, მიმართა, იზიარებდა თუ არა მშვიდობასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის იდეას.”იზიარებთ ღარიბაშვილის პროპაგანდისტული ყალბი რუსული მშვიდობის იდეას და მშვიდობად აფასებთ უმძიმეს რეალობას, სადაც საქართველოს მოქალაქეებს ს საოკუპაციო ძალები კლავენ და იტაცებენ?! “- მიმართა სახელმწიფო მინისტრს თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ