თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს – პროტესტი გრძელდება პარლამენტთანაც, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის შენობასთან სტუდენტები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ.
უნივერსიტეტთან შეკრებილ სტუდენტებს აქციის ის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან და ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან იყვნენ შეკრებილები.
თავდაპირველად აქციის მონაწილეები ილიაუნიდან მსვლელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მივიდნენ, საიდანაც კვლავ მსვლელობით რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაინაცვლეს.
ამ დროისთვის, უნივერსიტეტთან შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ სტუდენტები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
უნივერსიტეტთან მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
გარდა ამისა, პროტესტის მონაწილეები შეკრებილები არიან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასთან. ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირი სრულად არის გადაკეტილი.
დღეს, დღის განმავლობაში თეატრალურ უნივერსიტეტთან აქცია გაიმართა, რა დროსაც შეკრებილმა სტუდენტებმა დაუმორჩილებლობის აქცია დააანონსეს.
თეატრალურ უნივერსიტეტთან პროტესტი გამოიწვია რამდენიმე სტუდენტისთვის სტატუსის შეჩერებამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…