„თეატრზე ვარ დაქორწინებული და კინო და ტელევიზია ჩემთვის არის გატაცება..” – მარინა კახიანი – Marao

მარინა კახიანი ყველასთვის საყვარელი მსახიობია. სამსახიობო კარიერის საწყისი ეტაპები 1974-76 წლებში მან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიარა, 1980 წლიდან დღემდე კი იგი შოთა რუსთაველის თეატრის მსახიობია. ამ ხნის მანძილზე მან კინოსა თუ თეატრში არაერთი წარმატებული როლი შეასრულა და ხალხის დიდი სიყვარულიც დაიმსახურა.
ამჯერად მარინა კახიანი და ნინო არსენიშვილი რუბრიკის “ვარსკვლავური დუეტის” სტუმრები არიან:
მარინა კახიანი: „ბაბუა ცნობილი მხატვარი – დიდი რობიკო სტურუა, მამა მეცნიერი, პროფესორი და პოლიტიკოსი გია არსენიშვილი, ბიძა რეჟისორი რობიკო სტურუაა, ცნობილი ოჯახის წევრობამ რა გავლენა იქონია თქვენზე?”
ნინო არსენიშვილი: „ჩემს ოჯახში სტუმრებიც ასეთივე რეგალიებით დადიოდნენ.. არ მეგონა, რომ სხვისი ბაბუები ვერ ხატავდნენ…”
მარინა კახიანი: „თეატრზე ვარ დაქორწინებული და კინო და ტელევიზია ჩემთვის არის გატაცება..”
ნინო არსენიშვილი: პირველად „სეჩუანელ კეთილ ადამიანებში“ მეძავის როლი მქონდა, მახსოვს, უპატიოსნესი მეძავის როლი შევასრულე”
დაიბადა 1957 წლის 19 სექტემბერს ქ. თბილისში. 1975 წელს ქორეოგრაფიული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, მუშაობდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში. 1980 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, რუსთაველის თეატრის მსახიობია. აღსანიშნავია როლები: ევა ბრაუნი ( „ას ერგასის დღე“ ), კორდელია ( „მეფე ლირი“), რებეკა („კვაჭი კვაჭანტირაძე“), ლიდა („აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე“) ლავინია („ტიტუს ანდრონიკუსი“) ბერნარდა ალბა („ბერნარდა ალბას სახლი“), ნათელა („კავკასიური ცარცის წრე“), მარიამ სტიუარტი („მარიამ სტიუარტი“), კანცადე („ქალი გველი“), ოლივია („მეთორმეტე ღამე“), ხორეშანი („კაცია ადამიანი?!“).