თეატრალური პრემიის Theo d’Or-ის დაჯილდოება გენდერულად “ბრმა წესით” დაიწყო

ნიდერლანდების ყველაზე პრესტიჟული თეატრალური პრემიის, Theo d’Or-ის სამსახიობო პრიზების დაჯილდოება გენდერულად “ბრმა წესით” დაიწყო, ანუ ახლა ერთი და იმავე ჯილდოსთვის იბრძვიან როგორც კაცები, ასევე ქალები. აქამდე წლის საუკეთესო მამაკაცი მსახიობის Louis d’Or Award-ით, ხოლო საუკეთესო მსახიობი ქალი Theo d’Or Award-ით ჯილდოვდებოდა.
გენდერულად ნეიტრალურ ჯილდოდ დასახელდა Theo d’Or. პირველად ის მსახიობმა მარია კრააკმანმა მიიღო.
ბერლინის კინოფესტივალმა სამსახიობო ჯილდოების დაყოფა ქალებისა და მამაკაცებისთვის 2021 წლიდან შეწყვიტა.
ახლა მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებელს ერთი ვერცხლის დათვი გადაეცემა, მეორეს კი შერჩეული მსახიობი მეორეხარისხოვანი როლისთვის მიიღებს.
ცოტა ხნის წინ გერმანიის ფედერალურმა შტატმა, ბავარიამაც გადაწყვიტა, აღარ გამოიყენოს გენდერული ჩართულობის ფორმები ოფიციალურ დოკუმენტებში.