თეატრალურის სტუდენტებს სტატუსს აღარ შეუწყვეტენ, თუმცა რექტორისგან წერილობითი გაფრთხილება მაინც მიიღეს

თეატრალურის სტუდენტებმა უკვე მიიღეს მეილზე შეტყობინება რექტორის გადაწყვეტილების შესახებ, რომ სტატუსს აღარ შეუწყვეტენ, თუმცა ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ გიორგი შალუტაშვილმა სტუდენტებს წერილობითი გაფრთხილება მაინც მისცა.