თბილი და უნალექო ამინდი – დღეიდან საქართველოში გამოიდარებს

გარემოს ეროვნული სააგენტო 28-30 მარტს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს: 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. 30 მარტს კი გაწვიმდება. თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება. სანაპირო რაიონებში (, ქობულეთი, ანაკლია, ): 28-29 მარტს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 30 მარტს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +23 გრადუსი დაფიქსირდება, 30 მარტს კი დაიკლებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 28-29 მარტს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +22 გრადუსი დაფიქსირდება, 30 მარტს კი დაიკლებს.დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, , ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 28-29 მარტს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით 14, +19 გრადუსი დაფიქსირდება, 30 მარტს კი დაიკლებს. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 28-29 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება, 30 მარტს კი დაიკლებს. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 30 მარტს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +19 გრადუსი იქნება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 30 მარტს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +19 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 30 მარტს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +16 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, , ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 28-29 მარტს უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის მთავარი მონაპოვარი – უვიზო მიმოსვლა, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, პოლიტიკური ძალა უნდა დავამარცხოთ