თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეზღუდული აქვს. ამის შესახებ ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს GWP ავრცელებს:
· ისნის რაიონში: 09/01 19:10-დან 10/01 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: პატარძეულის, უჯარმის, კაკულიას, დოლაბაურის 1 და 2 ქუჩებს და შესახვევებს, ეკატერინე ფორაქიშვილი – სარაჯიშვილის, დესპინე გელოვანის და კაჭარავას ქუჩებს.
· მთაწმინდის რაიონი: წყალი შეუწყდათ ავარიუად ზემო ვაკის სატუმბო სადგურში დაზიანების გამო, წყალმომარაგება შეუწყდა: გოგებაშვილის ქუჩას თავის შესახვევებით, გალის, თერგის, კერესელიძის, ბელინსკის, მაყაშვილის, გუნიას, უმიკაშვილის და ლარსის ქუჩებს, რჩეულიშვილის ქუჩა ჩიხებით და შესახვევებით, ჯაფარიძის და ჟვანიას ქუჩები, პეტრიაშვილი, კეკელიძე და ჭოველიძის ქუჩები. წყლის მიწოდება აღდგება 10/01-ის 07:00-საათზე
· სამგორის რაიონი: 10/01 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს: ლილოს დასახლების II კვარტალს.
