თბილისში SITFY საქართველო – საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იმართება

2-6 აპრილს, თბილისში SITFY საქართველო – საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი (აბრეშუმის გზა) იმართება, რომელიც 15 ქვეყნის თეატრალურ დასს მასპინძლობს. ფესტივალი საკონკურსო ხასიათისაა და წარმოდგენილი იქნება ორკაციანი სპექტაკლები (დუოდრამები), რომელთაც სპეციალური საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულები 6 აპრილს, სოხუმის თეატრში დაჯილდოვდებიან.
ფესტივალში მონაწილეობენ: , კატარი, ომანი, რუმინეთი, თურქეთი, იაპონია, უნგრეთი, საქართველო, ტუნისი, ბაჰრეინი და სხვა. თითოეული დასი 1-საათიან სპექტაკლს წარმოადგენს, რომელიც მხოლოდ ერთხელ შესრულდება.
ფესტივალის გახსნაზე ქართული თეატრის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ მსახიობები ლილი ხურითი და .
SITFY -ს (შარმ-ელ-შეიხის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ახალგაზრდებისათვის) დამაარსებელი არის რეჟისორი მაზენ ელ-გარბავი, რომელიც ამავდროულად, „SITFY საქართველოს“ დამფუძნებელი გახლავთ. პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება.
ფესტივალის საქართველოში ჩატარების ორგანიზატორები არიან: შარმ-ელ-შეიხის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ახალგაზრდებისთვის (SITFY) და იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ეროვნული ცენტრი (ITI Georgia).
ფესტივალი თბილისის მერიის, ეგვიპტის კულტურის მინისტრისა და სამხრეთ სინაის გუბერნატორის პატრონაჟით და აგრეთვე, ეგვიპტის ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.