თბილისში Luxury Collection-ის ბრენდის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა

21 ნოემბერს თბილისის ცენტრში,„მარიოტის“ უმაღლესი კლასის Luxury Collection-ის ბრენდის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„პარაგრაფ თბილისი“ მარიოტის საერთაშორისო ქსელის, პირველი Luxury Collection ბრენდის, სასტუმროა. „პარაგრაფ თბილისის“ ჯამური საინვესტიციო მოცულობა შეადგენს 150 მლნ დოლარს. სასტუმრო მოიცავს 220 ნომერს, 5 რესტორანს, სამ სართულზე განთავსებულია უმაღლესი კატეგორიის სპა, მაღალტექნოლოგიური შეხვედრებისა და საკონფერენციო სივრცეები.
„პარაგრაფ თბილისში“ და „პარაგრაფ შეკვეთილში“ ჯამურად დასაქმებულთა რაოდენობა 900 ადამიანს აჭარბებს.
„პარაგრაფ თბილისი“ შეძლებს, უმასპინძლოს უმაღლესი კატეგორიის საერთაშორისო ღონისძიებებს და საქართველოში მოიზიდოს ახალი კატეგორიის ბიზნესვიზიტორები თუ დამსვენებლები.
მარიოტის საერთაშორისო ქსელ Autograph Collection-ის ბრენდი საქართველოში ტურიზმის განვითარების ფონდის ინიციატივით 2018 წელს შემოვიდა და ყველასთვის ცნობილი სასტუმრო „პარაგრაფ შეკვეთილი“ გახსნა.
ს თანაინვესტირების ფონდის მრავალმილიონიანი პროექტის გახსნას, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„პარაგრაფ თბილისი“ „პანორამა თბილისის“ პროექტის ფარგლებში აშენდა, რომელიც 3 ობიექტს მოიცავს, სასტუმროებს: სოლოლაკის მაღლობზე, თავისუფლებისა და ერეკლე მეორის მოედნებზე, რომლებიც ერთმანეთს საბაგიროთი უნდა დაუკავშირდეს.