თბილისში 68 წლის ქალს ეძებენ

თბილისში 68 წლის ქალს ეძებენ. მანანა ყაზაიშვილს ოჯახის წევრები 14 მაისის შემდეგ უშედეგოდ ეძებენ.
მანანა ყაზაიშვილი 14 მაისს საღამოს, დაახლოებით 21:00 საათზე სახლიდან, გოგებაშვილის ქუჩიდან გავიდა და ამ დრომდე ახლობლებს მის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ.
როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, ქალს ჯანმრთელობისა და მეხსიერების პრობლემები არ აქვს.
68 წლის მანანა ყაზაიშვილის ახლობლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, ნებისმიერი სახის ინფორმაციის შემთხვევაში დაუკავშირდნენ ნომრებზე – 5 99 77 72 84; 5 77 95 04 43.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი – სანქციები არის უსამართლობა – დიდი ხანია ჩვენ ამ დაშინების ქვეშ ვართ, უბრალოდ, თავს ვერ მივცემთ უფლებას გარედან ზეწოლამ გვაიძულოს ისეთ მოცემულობაში ჩავაყენოთ ქვეყანა, რომ ისტორიამ მოღალატეებად განგვსაჯოს