თბილისში 6-7 მარტს სანქცირებული რუსული კომპანიების დაფინანსებული ფორუმი გაიმართება

თბილისში 6-7 მარტს OpenTalks.AI ფორუმი გაიმართება. ღონისძიების სპონსორებსა და პარტნიორებს შორის 2018-2023 წლებში ს პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ინიციატივით შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია Сколково შედიოდა. გარდა ამისა, ღონისძიების მოქმედ პარტნიორებს შორისაა სანქცირებული რუსული ბანკები და კომპანიები, მათ შორის, VTB Bank, SberBank, MegaFon, Rostelecom და ა.შ.
როგორც ფორუმის ვებგვერდზეა აღნიშნული OpenTalks.AI “საერთაშორისო დამოუკიდებელი კონფერენციაა”, რომელიც არ ეკუთვნის “არც ხელისუფლებას, არც რომელიმე მსხვილ კომპანიას”.
“2024 წელს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან ML/DL-ის სპეციალისტები, ამჯერად საქართველოში. 2 დღე და 4 მიმართულება: ბიზნესი, განვითარება, მეცნიერება და ტრენინგები. ამ წელს განხილვის მთავარი თემაა LLM და გენერირებული ხელოვნური ინტელექტი”. – წერია ფორუმის ვებგვერდზე.