თბილისში ბუნებრივი აირი 5 155 აბონენტს არ მიეწოდება. “თბილისი ენერჯის” ცნობით, გაზი არ აქვს დიდუბის, დიღმის, ნაძალადევის, სამგორისა და სანზონის მოსახლეობის ნაწილს.
როგორც კომპანია აცხადებს, უმეტეს რაიონში ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს, 2 დეკემბერს, 16:00 საათზე აღდგება.
