თბილისში 41 000-ზე მეტ აბონენტს გაზი 29 საათით შეუწყდა | ქუჩების ჩამონათვალი

თბილისში ბუნებრივი აირი 41 215 აბონენტს არ მიეწოდება. “თბილისი ენერჯის” ცნობით, გაზი არ აქვს დიღობის, წყნეთის, სამგორის, ისნისა და ვაზისუბნის მოსახლეობის ნაწილს.
როგორც კომპანია წერს, უმეტეს რაიონში ბუნებრივი აირის მიწოდება 9 იანვარს, 22:00 საათზე აღდგება.