თბილისში 30 წლამდე მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, თერგის ბაზრობასთან 30 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. არაოფიციალური ინფორმაციით, ორ ახალგაზრდას შორის შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც, ერთ-ერთმა მათგანმა მეორეს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. აღნიშნული პირი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

როგორც News.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი უძილაურზე – არ შეიძლება ვიღაცას ფარდის მიღმა ელაპარაკებოდე და სახელმწიფოს შესახებ ინფორმაცია, საფასურის სანაცვლოდ, ჩუმად გასცე, ეს ღალატია! – ბიძინა ივანიშვილის პრესმდივანი არ ყოფილა, ნუ დახატავთ, რომ მისი მარჯვენა ხელი იყო