თბილისში 3 700-ზე მეტ აბონენტს გაზი არ მიეწოდება | ჩამონათვალი და აღდგენის დრო

თბილისში ბუნებრივი აირი 3 778 აბონენტს არ მიეწოდება. “თბილისი ენერჯის” ცნობით, გაზი არ აქვს დიდუბის, ნაძალადევის, სანზონის და სამგორის მოსახლეობის ნაწილს.
როგორც კომპანია ამბობს, უმეტეს რაიონში ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს, 26 ნოემბერს, 18 საათზე აღდგება.