თბილისში 2023 წლის ნოემბერში 3 390 ბინა გაიყიდა

თბილისში 2023 წლის ნოემბერში 3 390 ბინა გაიყიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტრანზაქციები 16%-ით შემცირდა, ბაზრის ზომამ კი 7%-ით, 215 მილიონ დოლარამდე იკლო.
ცნობისთვის, ოქტომბერში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციები წლიურად 20%-ით შემცირდა. ასევე, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში რუსებმა საქართველოში 5 784 ბინა შეიძინეს. იუსტიციის სამინისტროს მონაცემების მიხედვით, წელს იანვარ-ნოემბრის განმავლობაში ს მოქალაქეებმა უფრო მეტი ქონება შეიძინეს, ვიდრე მთელი 2022 წლის განმავლობაში. გასულ წელს რუსებმა საქართველოში 5 424 ბინა იყიდეს.