თბილისში, 2 ადამიანის, მათ შორის, პოლიციელის დაჭრის საქმეზე მოწმეთა გამოკითხვები გრძელდება

თბილისში ორი ადამიანის, მათ შორის, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის დაჭრის საქმეზე მოწმეთა გამოკითხვები გრძელდება. მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე დაკავებულია 39 წლის მამაკაცი. -ს ინფორმაციით, სწორედ მან მიაყენა ორივე დაზარალებულს ცივი იარაღით ჭრილობები.
“მოქალაქე მეორეს ცივი იარაღით აყენებდა ჭრილობებს. აღნიშნულის დანახვაზე პატრულ ინსპექტორებმა [დამნაშავე] დააკავეს. დაკავების დროს კი, თავს დაესხა ნი პიროვნება პატრულ-ინსპექტორს და მიაყენა ერთი ჭრილობა ქვედა კიდურის არეში. თავდამსხმელი ადგილზევე იქნა დაკავებული. ერთი მოქალაქე და ერთი პატრულ-ინსპექტორია დაჭრილი,” – აცხადებენ უწყებაში.
ექიმების განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმის მუხლებით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია: იმ დადგმულ პერფორმანსებს, რასაც ვხედავთ ბოლო კვირების განმავლობაში, რაც ანონსდება ყველამ კარგად ვიცით, რომ არის იმ სცენარის გაიდლაინების მიხედვით, რომელიც აქ არის ჩამოსული როგორც წინასაარჩევნოდ, ისე პოსტსაარჩევნოდ