თბილისში 1 800-ზე მეტ აბონენტს გაზი არ აქვს | აღდგენის დრო

თბილისში ბუნებრივი აირი 1 858 აბონენტს არ მიეწოდება. “თბილისი ენერჯის” ცნობით, გაზი არ აქვს დიდუბის, ჩუღურეთისა და სამგორის მოსახლეობის ნაწილს.
როგორც კომპანია ამბობს, უმეტეს რაიონში ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს, 24 ნოემბერს, 21 საათზე აღდგება.