თბილისში 1-ელ ნოემბერს საპროტესტო აქცია დაანონსდა

პირველ ნოემბერს თბილისში საპროტესტო აქცია დაანონსდა. საპროტესტო აქცია ე.წ. “საზმაუს მარშმა” გამოაცხადა.
როგორც მარშის ლიდერებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადეს, 14:00 საათზე საპროტესტო აქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობასთან გაიმართება, საიდანაც მსვლელობით ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის შენობასთან გადაინაცვლებენ.
როგორც “საზმაუს მარშის” ლიდერმა, გოტა ჭანტურიამ განაცხადა, საპროტესტო აქცია „ხელისუფლებაში არსებული კორუფციისა და სახელისუფლებო პროპაგანდის წინააღმდეგ იქნება მიმართული“.