თბილისში, ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ბარში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ბარში ხანძარი გაჩნდა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მეორე სართულიდან მაშველებმა ერთი ადამიანი გამოიყვანეს. ადგილზე სახანძრო სამსახური და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. შემთხვევის დროს ბარი დაკეტილი იყო.
როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში “მთავარი არხის” ვებგვერდს განუცხადეს, ცეცხლი სარდაფში გაჩნდა, არავინ დაშავებულა და ამჟამად ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.