თბილისში, ხორავას ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია – საგანგებო

თბილისში, ხორავას ქუჩაზე ხანძარი იყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთი ბარის ტერიტორიაზე გაჩნდა.
როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების სამსახურში ეუბნებიან, ცეცხლი სარდაფში გაჩნდა. ამჟამად ხანძარი ლიკვიდირებულია, დაშავებულები არ არიან.