თბილისში ცნობილი ფიტნესბრენდ World Class-ის კიდევ ერთი ფიტნესკლუბი გაიხსნება

2023 წლის ნოემბერში World Class Georgia-ს და კომპანია X2 Development-ს შორის პარტნიორული ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც 2024 წლის ზაფხულში თბილისში მსოფლიოში ცნობილი ფიტნესბრენდის World Class-ის კიდევ ერთი ფიტნესკლუბი გაიხსნება.
სრულიად ახალი, ლუქს ტიპის მულტიფუნქციური კლუბი X2 დეველოპმენტის ერთერთ გამორჩეული პროექტის Shartava Poolhouse-ის 23 და 24 სართულზე განთავსდება. X2 Development პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც განახორციელა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის სახურავზე საცურაო აუზის მშენებლობა და აქ სულ მალე, მსოფლიოში ერთერთი წამყვანი ფიტნესბრენდის World Class-ის ლუქს ტიპის სპორტული კომპლექსი მომხმარებელს უმაღლესი ხარისხისა და სტანდარტების ფიტნესსერვისს შესთავაზებს.
World Class Poolhouse 3000 კვ.მ-ზე განთავსდება და აქ დაგხვდებათ:
World Class Georgia-ს მწვრთნელების გუნდი მაღალ პროფესიულ დონეზე წარმართავს სავარჯიშო პროცესს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს საუკეთესო შედეგების მისაღწევად. მწვრთნელები სერტიფიცირებულები არიან მსოფლიოს წამყვანი ფიტნესორგანიზაციების მიერ: World Class, Les Mills, Romana’s Pilates (), AntiGravity® (აშშ), Technogym (იტალია);
კომპანია X2 Development თბილისის მასშტაბით 5 დასრულებული და 6 მიმდინარე პროექტი აქვს,
პარტნიორული ხელშეკრულების ფარგლებში მომდევნო წლების განმავლობაში იგეგმება World Class-ის ახალი დარბაზების გახსნა X2 Development-ის რამდენიმე ახალ პროექტში, მათ შორის ბიზნეს კლასის საცხოვრებელ კომპლექსებში RiverFront Residence და Tsereteli Deluxe.