თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
ცეცხლი სვანეთის უბანში, გივი ცინცაძის ქუჩაზე, საცხვორებელ სახლში ცოტა ხნის წინ გაჩნდა.
როგორც ადგილობრივებმა “პირველებს” უთხრეს, სახლში ერთი ადამიანი იმყოფებოდა. დაღუპული 80 წლამდე მამაკაცია. ცხედარი ამ წუთებში პროზექტურაში გადააქვთ.
ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია. ცინცაძის ქუჩაზე ამ წუთებში რჩებიან საპატრულო და სახანძრო ეკიპაჟები. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
გამოძიება დაიწყო სსკ-ს 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

„აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველოს ავიაბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ყველა მიმართულებით გვქონდეს როგორც ავიარეისები, ასევე ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობა“ – თამარ იოსელიანი

მიხეილ სარჯველაძემ და ირაკლი ლექვინაძემ, დაინტერესებულ პირებთან და სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმდინარე პრაქტიკა და გამოწვევები განიხილეს