თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე, TBC ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე ბანკის ფილიალში შეიარაღებული ნიღბიანი პირი შეიჭრა.
არსებული ინფორმაციით, კაცმა თანხის წაღება ვერ შეძლო და პოლიციის მისვლამდე მიმალვა მოახერხა. დაშავებული არავინაა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
როგორც “მთავარი არხის” ვებგვერდს -ში განუცხადეს, მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება.