თბილისში შვილმა მამა დანით დაჭრა

თბილისში შვილმა მამა ცივი იარაღით დაჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულს ბრალი უკვე წარედგინა. მათივე ინფორმაციით, დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 6-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ბრალდებულმა მამას, დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ბუჩუკური: თავის ტვინის სიმსივნით 8 წელი პატიმრობაში… მოსამართლემ ამ ადამიანს თავისუფლებასთან ერთად ყველაზე ძვირფასის – სიცოცხლის მოპარვაც სცადა და სიკვდილის განაჩენი გამოუტანა