თბილისში, შვეიცარიის საელჩოსთან არსებული ს ინტერესების სექცია რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოში ვიზიტამდე „შესაძლო რისკები აწონ-დაწონონ“

თბილისში, შვეიცარიის საელჩოსთან არსებული ს ფედერაციის ინტერესების სექცია რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ საქართველოში ვიზიტამდე „შესაძლო რისკები აწონ-დაწონონ“.
საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის განცხადებით, „ბოლო დროს საქართველოში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევებმა იმატა რუსეთის ფედერაციის იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა პასპორტებში დაბადების ადგილად მითითებულია უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, ს ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, სამხრეთ ოსეთი, , დონეცკის სახალხო რესპუბლიკა, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები“.
„არსებულ ვითარებაში, როდესაც საქართველოს სასაზღვრო ორგანოების ქმედებებს საქართველოში დასასვენებლად რუსეთის მოქალაქეების გეგმებში გაურკვევლობის ელემენტი შეაქვს, იქ გამგზავრების მსურველ ჩვენს მოქალაქეებს მკაცრად ვურჩევთ, რომ ყველა გარემოება და შესაძლო რისკი ყურადღებით აწონ-დაწონონ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უცნობია, რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმა ნამდვილად მოხდა თუ არა – შეუფერებლად მიმაჩნია, როცა სამშვიდობო შეთანხმებასთან ასე ახლოს ხარ, მსგავსი წინდაუხედავი რაღაც გააკეთო

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, ეგვიპტის, აზერბაიჯანისა და იორდანიის 31 მოქალაქე დააკავა – დაკავებულთაგან 13 პირი მკვლელობის, არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და სხვა დანაშაულებისთვის იძებნებოდა