თბილისში ქირის შემოსავლიანობა ბაქოსა და ერევანზე მაღალია, ხოლო ანკარაზე დაბალი

2025 წლის მაისში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 მ2) ქირის ფასი თვეში მცირედით, 2.0%-ით შემცირდა და კვადრატულზე 9.3 დოლარი შეადგინა, – ინფორმაციას Galt&Taggart-ი საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვაში ავრცელებს.
ქირის ფასის ვარდნის მიუხედავად, რეგიონის დედაქალაქებთან შედარებით, თბილისში ქირის შემოსავლიანობა კვლავ მაღალი რჩება, რაც უძრავი ქონების საინვესტიციო ღირებულების მიმზიდველობაზე მიუთითებს.
Galt&Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, მარტის მონაცემებით ქირის შემოასვლიანობა თბილისში 8.4%-ს შეადგენს. შესადარ ქალაქებს შორის თბილისში ქირის შემოსავლიანობა ბაქოზე, ერევანზე, კიშინიოვზე, ბუქარესტზე, სოფიაზე, რიგაზე, ვილნიუსსა და ტალინზე მაღალია, ხოლო ჩამოუვარდება ასტანას, ტაშკენტს და ანკარას.