ქირის შემოსავლიანობა მაღალი რჩება თბილისში და იმ ქალაქებში, სადაც რუსი მიგრანტები გადავიდნენ საცხოვრებლად.
Galt & Taggart-ის კვლევა აჩვენებს, რომ 2025 წლის მარტში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ.) ქირის ფასი თვეში მცირედით, 0.3%-ით შემცირდა და კვადრატულზე 9.5 აშშ დოლარი შეადგინა. ქირის საშუალო წლიური ამონაგები კი 8.6% იყო.
ქირის ფასის ვარდნის მიუხედავად, რეგიონის დედაქალაქებთან შედარებით, თბილისში ქირის შემოსავლიანობა კვლავ მაღალი რჩება, რაც უძრავი ქონების საინვესტიციო ღირებულების მიმზიდველობაზე მიუთითებს.
Galt&Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, მარტის მონაცემებით ქირის შემოასვლიანობა თბილისში 8.6%-ს შეადგენს. შესადარ ქალაქებს შორის თბილისში ქირის შემოსავლიანობა ბაქოზე, ერევანზე, კიშინიოვზე, ბუქარესტზე, სოფიაზე, რიგაზე, ვილნიუსსა და ტალინზე მაღალია, ხოლო ჩამოუვარდება ასტანას, ტაშკენტს და ანკარას.
