ქირის შემოსავლიანობა მაღალია თბილისში და იმ ქალაქებში, სადაც რუსი მიგრანტები გადავიდნენ საცხოვრებლად.
Galt&Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, შესადარ ქალაქებს შორის თბილისში ქირის შემოსავლიანობა ბაქოზე, ასტანაზე, ანკარაზე, მოსკოვზე, ბუქარესტზე, კიშინოვსა და ერევანზე მაღალია, ხოლო ჩამოუვარდება მხოლოდ ტაშკენტს.
ყველაზე მსხვილი ჯგუფი, რომელიც თბილისში უძრავ ქონებას ქირაობს ადგილობრივი მოსახლეობაა, ხოლო მიგრანტების წილი დაახლოებით 26%-ია.
Galt & Taggart-ის კვლევა აჩვენებს, რომ 2023 წლის მარტიდან ქირებმა შემცირება დაიწყო და 5.7%-ით შემცირდა ოქტომბრისთვის. მოსალოდნელია რომ ქირების კლება ახლო მომავალში გაგრძელდება.
უძრავი ქონების ქირის შემოსავლიანობამ 11.9% მიაღწია 2023 წლის მარტში, თუმცა მას შემდეგ იკლებს და ოქტომბრისთვის 11.0%-ს შეადგენს.