თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე სახელმწიფო ქონება ₾6.5 მილიონად გაიყიდა

თბილისში, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირზე 94 ნომერში, ისნის მეტროსთან ახლოს, სახელმწიფო ქონება ელექტრონულ აუქციონზე გაიყიდა.
18 ივლისს დასრულებული აუქციონის შედეგის თანახმად, 3 299 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 6.5 მილიონ ლარად გაიყიდა. ქონების საწყისი ღირებულება 6.4 მილიონი ლარი იყო. ბიჯების რაოდენობამ 10 შეადგინა, ქონების შეძენის მსურველი კი 2 მომხმარებელი იყო.
ამ დროისთვის უცნობია, ვინ შეიძინა ქონება და რა მიზნობრიობით მოხდება მისი გამოყენება. აუქციონს თან დამატებითი საინვესტიციო ვალდებულებები არ ახლდა. ქონების აღწერილობაში კი მითითებულია, რომ მისი განვითარება მულტიფუნქციური დანიშნულებით შეიძლება.

ასევე დაგაინტერესებთ