თბილისში ქალთა მარში მიმდინარეობს – პროტესტის მონაწილეებმა ლეონიძის ქუჩა გადაკეტეს

თბილისში, თავისუფლების მოედნიდან ქალთა მარში იმართება. აქციის მონაწილეებმა ლეონიძის ქუჩა გადაკეტეს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მარში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ს სასახლესთან დასრულდება.
კავშირი “საფარის” ხელმძღვანელის ბაია პატარაიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან ისინი წაიკითხავენ მანიფესტს და მოუწოდებენ, წავიდეს.
“თავისუფლება არის ის, რისთვისაც ჩვენ ვიკრიბებით აქ და რასაც ვერავინ ვერ წაგვართმევს. მარშით მივალთ ოლიგარქთან, რომელიც არის ჩვენი მთავარი პრობლემა. ბიძინა ივანიშვილი დღეს გვეუბნება, რომ, ვისაც არ მოსწონს ავტოკრატიული საქართველო, შეუძლია წავიდეს, მაგრამ ჩვენ ქალები დღეს ჩემოდნებით მივადგებით ბიძინა ივანიშვილს და ვეტყვით, რომ ჩვენ ვრჩებით და მისი წასვლის დროა! ჩვენ გვექნება სიტყვით გამოსვლები. მანქანა დაგვეხმარება იმაში, რომ ეს სიტყვით გამოსვლები მარშის პარალელურად იყოს. უკვე ოლიგარქის სასახლესთან (ვნახოთ, სადამდე მიგვიშვებს პოლიცია) იქნება პერფორმანსი, წავიკითხავთ ჩვენს მანიფესტს და ოლიგარქს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ წავიდეს. ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი თავისუფლებისთვის”, – განაცხადა ბაია პატარაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ცხადაძე პოლიციელს – ვითომ ტერორისტები დაიჭირეთ აქ – როცა მცემეს, რუსთაველის მეტრომდე ვირბინე, პატრულის თანამშრომლები ჯიბეებში ხელჩაწყობილი უყურებდნენ, გქონდათ თუ არა დავალება, მსგავს სიტუაციაში არაფერი მოგემოქმედათ?

მამუკა ხაზარაძე – რატომ არ იბარებენ იმ ხალხს სასამართლო დარბაზში, ვისაც აქვს პრეტენზია ჩემსა და ბადრის მიმართ, რადგან ეს არის ერთი „კლანი“ – რით ჯობია წულუკიანი ნებისმიერს, რომელიც სასამართლოზე დადის?