თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი “დრიმ თაუნის” საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

ასევე დაგაინტერესებთ