თბილისში უძრავი ქონების გაყიდვები თითქმის 25%-ით გაიზარდა

2024 წლის აპრილში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობა 3 220 ერთეული იყო, ზრდა წინა წელთან შედარებით 24.7%-ია.
Galt & Taggart-ის აპრილის მონაცემების მიხედვით, ტრანზაქციების ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველად, ისე მეორად ბაზრებზე (29.1% წ/წ და 21.3% წ/წ, შესაბამისად).
2024 აპრილში რეგისტრირებული ტრანზაქციების ნახევარზე მეტი კვლავ დიდ დიღომში, საბურთალოსა და სამგორის რაიონებში იყო. აღსანიშნავია, რომ გაყიდვები გაიზარდა თბილისის ყველა რაიონში, გარდა კრწანისისა (-5.9% წ/წ) და მთაწმინდის (-18.8% წ/წ).
აპრილშიც ყველაზე მოთხოვნადი საშუალო ზომის (51-80 მ2) ბინები იყო.