თბილისში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქცია-კონცერტი გაიმართება

2 ივნისს, 20:00 საათზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება.
საპროტესტო აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან. ამასთან 21:00 საათზე გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი – „ევროპული მომავლისთვის.
შეგახსნებთ, რომ პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და ს მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84 ხმით დაუჭირეს მხარი.