თბილისში, საბურთალოს რაიონში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივად აღდგა. თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება რეაბილიტაციის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა სამუშაოს დასრულებას – ხეების დარგვასა და საფეხმავლო სივრცეების მოწესრიგებას.
“ამ პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშ არსებული კომუნიკაციები, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო. განათების ახალი ქსელი მოეწყო, ტროტუარებიც, რომელიც არ არსებობდა, შეიქმნა და უკვე ფეხით გადაადგილებაც თავისუფლად იქნება შესაძლებელი”, – თქვა კახა კალაძემ უნივერსიტეტის ქუჩაზე ყოფნის დროს.
რეაბილიტაციის ფარგლებში შეიცვალა ასფალტის საფარი და მიწისქვეშა კომუნიკაციები.
2,5 კმ-იანი ქუჩის რეაბილიტაცია 2023 წლის ივნისში დაიწო. სამუშაოებზე 18 მილიონი ლარი დაიხარჯა.