თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია იმართება

უკრაინაში ს მიერ ომის დაწყებიდან 2 წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია Believe in Ukraine იმართება.
აქციის ორგანიზატორები საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები არიან. ისინი რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით საქართველოს პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, შეკრების ერთ-ერთი მიზეზია, პატივი მიაგონ ომში დაღუპული გმირების ხსოვნას.