თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიამ დღეს, 13 თებერვალს კიდევ ერთხელ გამოაცხადა ტენდერი ტრამვაის ხაზის გასაყვანად. ამ ხაზმა დიდი დიღომი დიდუბეს უნდა დააკავშიროს.
· •ტენდერის ღირებულება უცვლელია- გამარჯვებულ კომპანიას 7,5 კმ სიგრძის ხაზის გაყვანაში, დეპოსა და 11 გაჩერების მოწყობაში 416 592 000 ლარს გადაუხდიან. ამ თანხაში არ არის გათვალისწინებული შემადგენლობების შეძენა.
· •წინა ტენდერი შეწყდა – შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2025 წლის 21 ოქტომბერს გამოქვეყნებულ დოკუმენტებში გათვალისწინებული არ იყო ხეების გადარგვა და მგზავრთა გადასასვლელების მოწყობა.
ნახეთ სრულად:
Radiotavisupleba.ge




