თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე ერთდროულად რამდენიმე აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს

„სვანური კოშკი არასდროს იქნება „ბაშნია“, „მაიტა ევროპა-მეთქი“, „მთავრობა, ვერ გევიგე?!“, „მაგი არაა მასე“, – ამ ლოზუნგებით თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე ერთდროულად რამდენიმე აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.
მოქალაქეები მიმდინარე აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას და ახალი ს ჩატარებას ითხოვენ.
ამ მოთხოვნას შეუერთდნენ და მსვლელობა მოაწყვეს კახა ბენდუქიძის კამპუსის წევრებმა. მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა პედაგოგებმა, როლებიც სიმბოლურად მივიდნენ ვასო აბაშიძის თეატრთან და სოლიდარობა გამოუცხადეს პატიმრობაში მყოფ მსახიობს ანდრო ჭიჭინაძეს.
თბილისში აქცია-მსვლელობა მოაწყვეს ქუთაისელებმაც.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მთავარი სათქმელია „დე ფაქტო მთავრობის გადადგომა, ახალი არჩევნების დანიშვნა და ყველა პოლიტიკურ პატიმრის გათავისუფლება“.
ხელახალი არჩევნების მოთხოვნით ფილარმონიასთან შეიკრიბნენ სვანებიც.
ისინი მსვლელობით პარლამენტთან დაანონსებულ აქციას შეუერთდებიან. დემონსტრანტებს ფილარმონიასთან სხვადასხვა წარწერებით ბანერები აქვთ მიტანილი: „სვანეთში შუქი არ გვაქვს, მაგრამ არ ბნელა“, „ბრძოლა თავისუფლებისთვის ჩვენი წესია“, „მწამს უბატონო სვანეთი არც რუსს დაისვამს ბატონად“, „მაიტა ევროპა-მეთქი“, „ჩემი დელიკა უშგულში „გრუპას“ არ აიყვანს“, „სვანური კოშკი არასდროს იქნება „ბაშნია“,
გარდა ამისა, დღის განმავლობაში აქცია მსვლელობა კიდევ არის დაგეგმილი თბილისში სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებს მიერ.
წყარო: ინტერპრესნიუსი