თბილისში სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები მსვლელობას ლოზუნგით – “დაიბრუნე ხმა” მართავენ. ისინი არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
სტუდენტები საკუთარი უნივერსიტეტებიდან მარშით დაიძრნენ.
მარშის დღის წესრიგი შემდეგია:
17:00 – ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები ვიკრიბებით ილია სახელმწიფო უნივერსიტეტთან
17:00 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვიკრიბებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან
18:00 – თავისუფალი უნივერსიტეტის, აგრარული უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ვიკრიბებით რუსთაველზე, შოთა რუსთაველის ძეგლთან
19:00 – მარშს ვუერთდებით GIPA-ს უნივერსიტეტის სტუდენტები ოპერისა და ბალეტის თეატრიდან
19:15- სტუდენტები წარვადგენთ ერთობლივ მანიფესტს
19:30- სტუდენტები ერთობლივად ვუერთდებით პარლამენტის წინ ორგანიზებულ აქციას.
ამასთან, რუსთაველის გამზირზე მსვლელობით ვაკის პარკიდან “კოალიცია ცვლილებისთვის”, მარჯანიშვილის მოედნიდან კი “ძლიერი საქართველოს” წარმომადგენლები მიდიან.